"ნაშვილები ვარ, იქნებ ვინმეს ეცნოს ჩემი ისტორია და მაპოვნინოს დედა, რომელსაც წლებია, ვეძებ "

25 November 2018, Sunday
274
0
loading...



"დიდი ხანია ვფიქრობდი, მომეწერა თუ არა თქვენთვის და ბოლოს გადავწყვიტე დაგკავშირებოდით. ჩვენს პატარა ქვეყანაში ყველა ყველას პოულობს, იქნებ ჩემთვისაც მოიცალოს განგებამ და მაპოვნინოს დედა, რომელსაც წლებია ვეძებ " - ამ შინაარსის წერილით - 29 წლის ნინი ძიგუა დაგვიკავშირდა. ისრაელში, ემიგრაციაში მყოფი ორი შვილის მშობელი გოგო საკუთარ ბიოლოგიურ დედას ეძებს.
დეტალებში გარკვევის მიზნით, mshoblebi.ge- მ ნინი ძიგუასთან ინტერვიუ ჩაწერა.

-1989 წლის 14 ივნისს დავიბადე. ზუსტად არ ვიცი რომელ სამშობიაროში. როგორც ვიცი სამშობიაროდან გამოყვანილი ვიყავი, რომ გამაშვილეს. 


-როგორ გაიგე, რომ ნაშვილები იყავი?

-0:24-აღმზრდელი დედის სიკვდილის დღეს გავიგე. მეზობელმა მითხრა, რა გატირებს, შენი ნამდვილი დედა ეგ არ იყოო. რვა წლის ვიყავი ამ დროს და ვერ გადმოგცემთ, ეს რამხელა ტკივილი იყო ჩემთვის.

-რა გვარები იყვნენ შენი აღზრდელი მშობლები?

-დედა ხორბალაძე იყო, მერე გადავიდა მამის გვარზე და გახდა ძიგუა. 

-აღმზრდელი მამა რას ამბობდა შენ შესახებ?

mshoblebi

- 15 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. ისიც შეჭმული მყავდა კითხვებით, მაგრამ ეშინოდა, ფიქრობდა, ბიოლოგიურ დედას მოვძებნიდი და მივატოვებდი, ამიტომ არაფერს მიყვებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მამიდა მზრდიდა. ჩემი ისტორიის ქექვაში აღმოვაჩინე, რომ თურმე ნათლიაც მყავს, რომელმაც ცივად მითხრა, რომ ჩემს გაშვილების საქმეში წვლილი არმიუძღოდა. დარწმუნებული ვარ, ამ ამბავში ექიმების ხელი ურევია, რომლებიც განზრახ მალავენ ყველაფერს.

-ამ ამბის გაგების შემდეგ ალბათ ოჯახის ახლობლებთან დაიწყებდი სიმართლი გარკვევას

-რა თქმა უნდა ვსვამდი კითხვებს. ყველა დედის სამსახურისკენ იშვერდა ხელს. მეუბნებოდნენ, ნანამ სამშობიაროდან მოგიყვანაო. ჩემი აღმზრდელი დედა საავადმყოფოში მუშაობდა. ვფიქრობ და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ სამშობიაროს თანამშრომლების ჩარევით მოხდა ჩემი გაშვილება, თან არაკანონიერად, ამაში იმიტომ ვარ დარწმუნებული, რომ დაბადების მოწმობის გაცემის თარიღმა დამაეჭვა. დავიბადე 1989 წელს და მოწმობის გაცემის თარიღად 1991 წელია მითითებული. ვისი დაბადების მოწმობაც არ შევამოწმე, მსგავსი ცდომილება არსად შემხვედრია. იუსტიციის სახლშიც მივედი და მინდა გავარკვიო ამ მხრივ ყველაფერი.


-რომელ საავადმყოფოში მუშაობდა?

-აღმზრდელი დედა მუშაობდა კახეთის გზატკეცილზე 03 სასწრაფოში. რომ იტყვიან, იქ დაბერდა, დიდი ხანი გაატარა იმ სამსახურში. როცა გავიგე, რომ ნაშვილები ვიყავი, მერე დავიფიქრდი, დედაჩემი 50 წლის იყო, როცა მიშვილა და ამან კიდევ უფრო დამაეჭვა. 

-შენი ვარადუდით, სწორედ იმ საავადმყოფოდან მოხდა შენი გაშვილება, სადაც აღმზრდელი დედა მუშაობდა ?

- არა, სამშობიაროდან უკვე გამოყვანილი ვიყავი, როცა გამაშვილეს. ეს დაბადების მოწმობა, რაც მაქვს, მერე გაკეთდა. ძალიან ბევრჯერ მივედი საავადმყოფოში. ერთხელაც, რომ გაიგო ერთმა ქალბატონმა ჩემი მისვლის მიზეზი, მითხრა, რომ ერთ-ერთ გამოძახებაზე გიპოვეთ ნაგვის ბუნკერთანო. თუ ეს ასე იყო, არავინ მიცემდა ჩემს თავს გასაზრდელად ჩემს აღმზრდელებს, ბავშვთა სახლში ან თავშესაფარში გამგზავნიდნენ. ძალიან ბევრი ვერსია მაქვს მოსმენილი, მხოლოდ სიმართლის გარკვევას ვცდილობ, ისიც მითხრეს, რომ ჩემს გაშვილებაში არაბიოლოგიუ დედას თანამშრომელი დაეხმარა, ისიც მითხრეს, რომ ნამდვილი მშობელი დედა იყო პატარა. ისიც თქვეს, რომ ბიოლოგიური დედა ეხმიანებოდა აღმზრდელ დედას. ათასჯერ ვარ იმ სამშობიაროში მისული, დღემდე მუშაობენ ჩემი აღმზრდელი დედის თანამშრომლები იმ საავადმყოფოში, ყველამ იცის ჩემი ამბავი და არაფერს მიყვებიან. უფრო მეტიც, აგრესიულადაც მომეპყრნენ, განა რას ვითხოვ, მინდა ვცოდე, ვინ არის ჩემი ნამდვილი დედა, მყავს თუ არა დედმამიშვილები.
მინდა ვიცოდე, ვინ ვარ, თბილისი პატარაა, იქნებ ვინმეს ეცნოს ჩემი ისტორია, იქნებ ვინმე დამეხმაროს სიმართლის გარკვევაში, რომ აღარ დავიტანჯო. არავისთან არ ვაპირებს ომს, არავის გავაკრიტიკებ იმის გამო, თუ როგორ გამაშვილეს, ან გამყიდეს, უბრალო მინდა გავიგო ვინ ვარ.

რუსკა კილასონია
loading...
კომენტარები:
ყველა უფლება დაცულია © 2018