რას საქმიანობდა თამუნა ნიკოლაძე ეკრანიდან გაუჩინარების შემდეგ და როგორ მოხვდა ჩცდ-ში - "მითხრეს, რომ ექიმის ცოლის როლზე მიწვევდნენ"

01 December 2018, Saturday
214
0
loading...



17 წე­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია, ხოლო პირ­ვე­ლად ეკ­რან­ზე 2007 წელს გა­მოჩ­ნდა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ის სე­რი­ა­ლი­დან - "შუა ქა­ლაქ­ში" გა­იც­ნო. პრო­ექ­ტი 2 წლის წინ დას­რულ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში თა­მუ­ნას ინ­ტერ­ვიუ არ­სად და­ბეჭ­დი­ლა, თუმ­ცა, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თი სი­ახ­ლე და სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე გაჩ­ნდა.

- პირ­ვე­ლად ეკ­რან­ზე 11 წლის წინ გა­მოვ­ჩნდი. ყვე­ლამ გა­მიც­ნო და შე­მიყ­ვა­რა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" სე­რი­ა­ლით "შუა ქა­ლაქ­ში". პრო­ექ­ტი თით­ქმის ორი წლის წინ დას­რულ­და. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში აღარ ვმუ­შა­ობ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს ასეც უნდა ყო­ფი­ლი­ყო და კარ­გიც მოხ­და. როცა რა­ღაც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გით გა­დის ეთერ­ში და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობს, ერთ დღე­საც უნდა დას­რულ­დეს. ჩემი აზ­რით, ასე­ვეა ყვე­ლა კარ­გი ფილ­მის, სე­რი­ა­ლის თუ სპექ­ტაკ­ლის შემ­თხვე­ვა­შიც. არ მიყ­ვარს რა­ღა­ცე­ბი, რა­საც ჩვენ პრო­ფე­სი­ა­ში ვერ ვე­ლე­ვით. ის ერთი პრო­ექ­ტი კონ­კრე­ტუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და პე­რი­ო­დის აღ­მო­ჩე­ნა უნდა გახ­დეს. ინ­ტე­რესს რომ და­იკ­მა­ყო­ფი­ლებ და და­ფიქ­რდე­ბი, თუ რო­გორ გა­არ­თვი თავი, ის ნა­მუ­შე­ვა­რი უნდა და­ტო­ვო ტკბილ მო­გო­ნე­ბად. "შუა ქა­ლაქ­ში" 17 სე­ზო­ნი და 800-მდე სე­რია გა­ვი­და ეთერ­ში. ამ სე­რი­ე­ბი­დან ყვე­ლა­ში ვი­ყა­ვი, რის­თვი­საც დიდი მად­ლო­ბა მის შემ­ქმნე­ლებს, ყვე­ლა კო­ლე­გას, თა­ნამ­შრო­მელს. ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად შევ­ძე­ლით ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გის მო­პო­ვე­ბა და დიდი მად­ლო­ბა ამის­თვის მთელ სა­ქარ­თვე­ლოს. მოკ­ლედ, ასე დამ­თავ­რდა ეს ჩემი ათწ­ლი­ა­ნი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სიყ­ვა­რუ­ლო­ბა­ნა.
- პა­რა­ლე­ლუ­რად თე­ატ­რში მუ­შა­ობ­დით...
- დიახ. 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში ძა­ლი­ან ბევრ სპექ­ტაკლში, არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და ყვე­ლა­ნა­ი­რი ჟან­რის როლი მაქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ამის­თვის მად­ლო­ბა ჩემს ბედ-იღ­ბალ­სა და რე­ჟი­სო­რებს. 20-25 წლის აღარ ვარ და ვთვლი, რომ ჩემს ასაკ­ში მსა­ხი­ობს გა­მოც­დი­ლე­ბის გუდა თუ არ აქვს, ახლა ვე­ღარ და­ი­წყებ დაგ­რო­ვე­ბას. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ მაქვს საკ­მა­ოდ მდი­და­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და ამა­ყი სამ­სა­ხი­ო­ბო ის­ტო­რია.
- ეს "გა­მოც­დი­ლე­ბის გუდა" იყო ის, რა­მაც თქვენ მე­გობ­რებ­თან ერ­თად პე­და­გო­გო­ბა გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ?
- აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი კი­თხვა დას­ვით. მა­ში­ნაც, როცა ეკ­რან­ზე ვჩან­დი, სულ იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი. ის კონ­კრე­ტუ­ლი სტუ­დი­ე­ბი თბი­ლის­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად არ­სე­ბო­ბენ, დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას ნდო­ბის­თვის, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, რომ პე­და­გო­გო­ბა არის სულ სხვა ცნე­ბა, შე­მარ­თე­ბა, ფსი­ქო­ლო­გია და აქამ­დე ამ საქ­მეს ხელი არ მოვ­კი­დე. ის ერთი წელი, როცა მხო­ლოდ თე­ატ­რში ვი­ყა­ვი, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მოყ­ვა­რუ­ლი პე­და­გო­გი. პე­დან­ტი ხა­სი­ა­თი მაქვს და ყო­ველ­გვა­რი გაც­დე­ნის გა­რე­შე, ჩემი სურ­ვი­ლით, ბავ­შვებს ვას­წავ­ლი­დი სას­ცე­ნო მე­ტყვე­ლე­ბა­სა და კულ­ტუ­რას. "თა­მუ­ნა მასწ". - ბავ­შვე­ბი ასე მომ­მარ­თა­ვენ. დღემ­დე მივ­დი­ვარ მათ სა­ნა­ხა­ვად, რად­გან ვერ ვე­ლე­ვი. ახლა თე­მურ ჩხე­ი­ძი­სა და გი­ორ­გი სი­ხა­რუ­ლი­ძის ჯგუ­ფე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი უკვე მე­ო­რე კურ­სზე არი­ან და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჩვენ ბევ­რი სი­კე­თე გავცვა­ლეთ ერ­თმა­ნეთ­ში.

- თა­მუ­ნა, რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ას, ახლა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" გა­მოჩ­ნდით - სოსო ხვე­დე­ლი­ძის პერ­სო­ნა­ჟი ექი­მის, აჩი­კოს მე­უღ­ლის რო­ლით...
- დიახ, ასეა. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს და­მი­რე­კა ქალ­ბა­ტონ­მა ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ, დიდ­ხანს ვი­სა­უბ­რეთ და ბო­ლოს მი­თხრა, რომ სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ექი­მის ცო­ლის როლ­ზე მიწ­ვევ­დნენ. მსა­ხი­ობს - გა­მოც­დილ­სა თუ გა­მო­უც­დელს, ვარ­სკვლავ­სა თუ სცე­ნის ჯა­დო­ქარს, ყვე­ლას სჭირ­დე­ბა პა­ტა­რა კას­ტინ­გი, რომ მიხ­ვდნენ, ხარ თუ არა ის ადა­მი­ა­ნი, ვის როლ­ზეც მო­ი­აზ­რე­ბი. მეც გა­ვი­ა­რე ეს ეტა­პი, რომ­ლის შემ­დე­გაც გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვამ, ქე­თიმ და ეკამ ერ­თხმად გა­და­წყვი­ტეს, რომ ეს როლი მე უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა.
- კა­მე­რა რომ ჩა­ირ­თო, იყო ნოს­ტალ­გი­ის გან­ცდა?
- არა, არა­ნა­ი­რი. რო­გორ გი­თხრათ, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ვარ საკ­მა­ოდ ნოს­ტალ­გი­უ­რი, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­როს, მაგ­რამ რო­ლე­ბი­სა და სპექ­ტაკ­ლე­ბის მი­მართ ასე­თი­ვე გან­ცდა არ მაქვს. არა­ერთ როლს გა­მოვ­თხო­ვე­ბი­ვარ ასე, გა­მო­ვემ­შვი­დო­ბე და დას­რულ­და. არ მიყ­ვარს მსა­ხი­ო­ბე­ბი როლს რომ ვერ ელე­ვი­ან. დას­რულ­დე­ბა ერთი და მერე ახა­ლი და­ი­წყე­ბა. "შუა ქა­ლა­ქის" შემ­დეგ შეგ­ნე­ბუ­ლად არ მინ­დო­და ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა, არც გა­და­ცე­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რად­გან ვფიქ­რობ, მა­ყუ­რე­ბელს უნდა მო­ე­ნატ­რო და დაბ­რუნ­დე სხვა ამ­პლუ­ა­სა და სხვა ჟანრ­ში. ასეც მოხ­და, უცებ, 2 წლის შემ­დეგ, ქალ­ბა­ტონ­მა ეკამ რომ და­მი­რე­კა, ჩემი გუ­ლი­დან წა­მო­სუ­ლი პა­სუ­ხი იყო: "ეკა, მად­ლო­ბა, მო­ვალ... ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს". ჩემ­თვის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ხედ­ვა, ჟან­რი, მი­მარ­თუ­ლე­ბაა, მუ­შა­ო­ბენ სხვა რე­ჟი­სო­რე­ბი... დრა­მა­ტუ­ლი ხა­ზია და ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო. დე­ტა­ლებს ვერ გა­ვამ­ხელ, მხო­ლოდ ის შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ დიდი სი­ხა­რუ­ლით მი­ვი­ღე ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა
loading...
კომენტარები:
ყველა უფლება დაცულია © 2018